ახალი ამბები

რეკომენდაციები, რომლებიც შეეხება ინფორმირებულ თანხმობას
ხუთშაბათი, 01 იანვარი 1970

ყვლნაირი სამედიცინო არევის წინ ინფორმირებული თანხმობის მიღების აუცილებლობა გამომდინარეობს ადაიანის ძირიტადი უფლებების პატივისცემის პრინციპიდან. ეს უფლებები შეთანხმებული და გადმოცემული იყო ისეთ საბუთებში, როგორებიცაა : ადამიანის უფლებების საერთაშორისო დეკლარაცია, (1948); მოქალაქეობრივი და პოლიტიკური უფლებების ორ საერთაშორისო პაქტში  და ეკონომიური, სოციალურ და კულტურულ უფლებებში (1975), ქალთა მიმართ ყველა ფორმის დისკრიმინაციის ლიკვიდაციის საერთაშორისო კონვენციაში (1979) და ბავშვთა უფლებების საერთაშორისო კონვენციაში (1989). ადამიანის სექსუალური და რეპროდუქციული უფლებები ასევე განსაზღვრული იო მოსახლეობის საერთაშორისო კონფერენციაზე კაიროში (1994) და განმეორებით დამტკიცებული მეოთხე საერთაშორისო კონფერენციაზე ქალთა მდგომარეობის შესახებ პეკინში (1995) და ასევე იუნესკოს დეკლარაციაში ბიოეთიკისა და ადამიანთა უფელებების შესახებ ( სტატია6) (2005)

ადამიანის უფლებების ინფორმირებული თანხმობის შემდეგი განმარტება არის მიღებული FIGO კომიტეტით რეპროდუქციული ჯანმრთელობის ეთიკური ასპექტების შესწავლის შესახებ:

"ინფორმირებული თანხმობა წარმოადგენს ტანხმობას, რომელიც მიღებულია თავისუფლად, არასათანადო სტიმულებისა და დაშინების გარეშე, პაციენტის შესაბამისი ინფორმირების შემდეგ ადექვატური ინფორმაციით ენაზე, რომელიც გასაგებია პაციენტისათვის. მიწოდებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:


ა. დიაგნოზი
ბ.მიზანი, მეთოდები, მკურნალობის ხანგრძლივობა და მკურნალობის მოსალოდნელი დადებითი შედეგები;
გ.მკურნალობის ალტერნატიული მეთოდები, მათ შორის ნაკლებად ინვაზიური მეთოდები;
შესაძლო გართულებები, შემდგომი ტკივილი და დისკომფორტი, საშოშროებები და მკურნალობის გვერდითი მოვლენები;
 

მიუხედავად იმისა, რომ მოცემული კრიტერიუმები გასაგებია, მათი განხორციელება საკმაოდ რთულია და მოითხოვს საკმაო დროს, მაგალითად, იმ შემთხვევებში, როდესაც ქალს გააჩნია განათლების დაბალი დონე ან საზოგადოებაში არატანაბარი ურთიერთობების დროს.
 მიუხედავად ამისა, მოცემული სირთულეები არ ათავისუფლებს ექიმს ამ კრიტერიუმების შესრულებისაგან ინფორმირებული თანხმობის მიღების დროს. მხოლოდ ქალმა შეიძლება გადაწყვიტოს, უღირს თუ არა მკურნალობა მის შემდგომ განვითარებულ დისკომფორტად ან რისკად. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ქალის ნათესავები თვლიან, რომ მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილებები, ექიმის ეთიკურ მოვალეობას წარმოადგენს მისი ადამიანის უფლების დაცვა, მიიღოს საკუთარი გადაწყვეტილებები. ეს გადაწყვეტილება მიღებული უნდა იყოს კომუნიკაციის პროცესში, რომელიც წინ უძღვის ინფორმირებული თანხმობის მიღების ყველა ფორმას.

3 თნახმობა შეიძლება შეცვლილი იყოს ნებისმიერ დროს.

4 მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ინფორმირებული თანხმობა გამოიხატება არა ხელმოწერაში, არამედ ურთიერთობისა და ტანამშრომლობის დროს.

5 ბავშვებისა და მოზარდების შემთხვევაში, სამედიცინო ჩარევა გახილული უნდა იყოს იმ შეზღუდვების შუქში, რომლებიც გამოწვეულია განვიტარებისა და განათლების დონით.
 

6 იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ქალს არ შეუძლია გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება, გონებრივი ცამორჩენილობის ან სხვა მიზეზით, ის სრულად უნდა იყოს ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში მისი სრული პოტენციალის გამოყენებით. ასევე მხედველობაში უნდა იყოს მიღებული მისი ინტერესები.
 

7 თუ ექიმის საკუთარი რელიგიური ან სხვა მოსაზრების გამო ვერ ახერხებს ზემოაღნიშნული კრიტერიუმების შესარულებას, ან არ სურს მიაწოდოს პაციენტს ინფორმაცია ალტერნატიული მკურნალობის მეთოდების არსებობის შესახებ, ის ვალდებულია მიმართოს პაციენტი სხვა სპეციალისტთან, რომელიც მიაწოდებს პაციენტს სრულყოფილ ინფორმაციას.

ლიონი, 2007 წლის ივნისი

 


დაბეჭდვა დაბეჭდვა    გადაგზავნა გადაგზავნა    ფავორიტებში დამატება ფავორიტებში დამატება


სხვა სიახლეები:
  • FIGO-ს პოზიცია პროფესიულ სტანდარტზე
  • გაიდლაინები და პროტოკოლები დამტკიცებულია
  • სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების საერთაშორისო ტრეინინგის გაძლიერებული პროგრამა.
  • მშობიარობის შემდგომი სისხლდენის მართვის გაიდლაინი და პროტოკოლი
  • ტრენინგი სამეგრელოსა და სამცხეთ-ჯავახეთის რეგიონებში
    დავბრუნდეთ უკან