ახალი ამბები

სამეანო-გინეკოლოგიური დახმარების ეთიკური საფუძვლები
ხუთშაბათი, 01 იანვარი 1970

1. როგორც წესი, ქალები ხშირად ხდებიან სოციალური, კულტურული და ეკონომიური პირობების მსხვერპლნი. ეს აისახება მათ ურთიერთობაზე ექიმებტან, რადგანაც ამ დროს ხშირად დომინირებენ მათი ოჯახის წევრები.

2. ავტონომიის პრინციპი ხაზს უსმევს იმ მნიშვნელოვან როლს, რომელიც ეკისრება ქალს  გადაწყვეტილებების მიღების დროს მათი სამედიცინო მომსახურების განხორციელების დროს. ექიმმა ხელი უნდა შეუჭოს ქალს სდამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებაში და პატივი სცეს მის აზრს..

 

3. როდესაც სამედიცინო მომსახურეობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიიღება ქალი მიერ, მას უნდა მიეწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია მკურნალობის ლატერნატიული მეთოდების შესახებ, ინფორმაცია რისკისა და სარგებლიანობის შესახებ. ეს უნდა იყოს განუწყვეტელი პროცესი.

 

4. სამეანო-გინეკოლოგიური დახმარების ინტიმური ხასიათის გამო მნიშვნელოვანია პაციენტის კონფიდებციალურობის დაცვა.

 

5. სამედიცინო მომსახურეობის გაწევასთან ერთად, ექიმი პასუხისმგებელია ქალის კეთილდღეობაზე დამ ის ფსიქიურ დაკმაყოფილებაზე სამედიცინო დახმარების გაწევით.

 

6. ქალებისათვის სამედიცინო დახმარების გაწევისას მნიშვნელოვანია ტანაბარი დამოკიდებულება ეროვნებისა და სოციო-ეკონომიური სტატუსის მიუხედავად.

 

7. თუ ექიმი ვერ უწევს ქალს სამედიცინო დახმარებას არასამედიცინო მიზეზებით, მან ყველა ზომა უნდა მიიღოს იმისათვის, რომ პაციენტმა დახმარება მიიღოს სხვა სპეციალისტისაგან.

 

8. მეან-გინეკოლოგებმა უნდა იცოდნენ ქალტა ჯანმრთელობის დაცვასთან დაკვაშირებული ბარიერების შესახებ, რომლებისც გამომდინარეობს ქალთა დისკრიმინაციისა და დევალვაციისაგან.

 

9. მეან-გინეკოლოგი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ქალტა ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკა დამყარებულია საუკეთესო არსებულ მონაცემებზე.

 

10. მეან-გინეკოლოგები უნდა იცავდნენ ქალტა უფლებას, სამედიცინო დახმარების მიღებისა, განსაკუთრებით, სქესობრივი ჯანმრთელობის სფეროში, მიუხედავად ეთნიკური, რასობრივი და სოციო-ეკონომირი მდგომარეობისა.

 

ლიონი, 2007წ


დაბეჭდვა დაბეჭდვა    გადაგზავნა გადაგზავნა    ფავორიტებში დამატება ფავორიტებში დამატება


სხვა სიახლეები:
  • FIGO-ს პოზიცია პროფესიულ სტანდარტზე
  • გაიდლაინები და პროტოკოლები დამტკიცებულია
  • სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების საერთაშორისო ტრეინინგის გაძლიერებული პროგრამა.
  • მშობიარობის შემდგომი სისხლდენის მართვის გაიდლაინი და პროტოკოლი
  • ტრენინგი სამეგრელოსა და სამცხეთ-ჯავახეთის რეგიონებში
    დავბრუნდეთ უკან