ახალი ამბები

სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების საერთაშორისო ტრეინინგის გაძლიერებული პროგრამა.
ხუთშაბათი, 01 იანვარი 1970

ორმხრივი განვითარებისა და თანამშრომლობის მიზნით შვედეთის საერთაშორისო განვითარების კოოპერაციულმა სააგენტომ (Sida) გამოთქვა სურვილი, მოიწვიოს სპეციალისტები (მეან-გინეკოლოგები და ბებიაქალები) სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების საერთაშორისო ტრეინინგის გაძლიერებულ პროგრამში მონაწილეობისათვის. გთხოვთ, გაეცნოთ საორგანიზაციო კომიტეტის განცხადებას აღნიშნულ შემოთავაზებასთან დაკავშირებით.


 


2008 წლის აგვისტო
სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების საერთაშორისო ტრეინინგის გაძლიერებული პროგრამა.
მონაწილეები შემდეგი რეგიონებიდან- აფრიკა, აზია, ცენტრალური ევროპა/აზია.
ჩატარების თარიღი: 2009 წლის თებერვალი-მარტი

მედიცინის ფაკულტეტი
ლუნდის უნივერსიტეტი
კლინიკური კვლევების დეპარტამენტი
სოციალური მედიცინისა და გლობალური ჯანმრთელობის განყოფილება

ძვირფასო კოლეგებო,


გთხოვთ, გაავრცელოთ ეს ინფორმაცია თქვენს კოლეგებს შორის. ლუნდის უნივერსიტეტში  ჩვენ ვიწყებთ გაძლიერებული ტრეინინგის პროგრამას სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების სფეროში. პროგრამა შემუშავებულია უფროსი ბებიაქალებისა და მეან-გინეკოლოგებისათვის. პროგრამის სპონსორია შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო, რომელიც განლაგებულია ქ.სიდაში. სპონსორის დაფინანსება ასევე ითვალისწინებს მოგზაურობის, კვებისა და ლიტერატურის ხარჯებს. პროგრამა ითვალისწინებს დედისა და ახალშობილის ჯანმრთელობის საკითხებს, სქესობრივი ნიშნით ძალადობას, მამაკაცთა როლს სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების სფეროში. ასევე პროგრამა მოიცავს შიდსის, აივ და სქესობრივი გზებით გადამდები დაავადებების საკითხებს, აბორტის, ოჯახის დაგეგმარებისა და მოზარდთა სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების პრობლემურ საკითხებს.

შემდგომი პროგრამა გათვალისწინებულია სუბ-საჰარის რეგიონის აფრიკის, აზიისა და ცენტრალური ევროპის/აზიის გინეკოლოგების, მეანებისა და ბებიაქალებისათვის. განაცხადის შემოტანის ბოლო ვადას წარმოადგენს 15 ოქტომბერი. ბროშურისა და ქვეყანათა სიის სანახავად გთხოვთ იხილოთ დანართი.

პროგრამა იწყება 4 კვირიანი კურსით ქ.მალმოში, შვედეთში, ხოლო შემდეგ გრძელდება მშობლიურ ქვეყანაში მცირედ შეცვლილი პროგრამით, მონაწილის სამუშაო ადგილზე. საბოლოო სემინარი, რომელიც ტარდება რეგიონში, გათვალისწინებულია პროექტის მონაწილეთა გამოცდილების გაზიარებისათვის.

პროგრამა ძალიან კარგად არის შეფასებული ექსპერტთა და მონაწილეთა მიერ, ასევე შესანიშნავია პროგრამის შედეგებიც. წლევანდელმა პროგრამამ, რომელიც ფოკუსირებულია ჯამოს ევროპის რეგიონზე, ძალიან მოიგო ჯამოს თანამშრომლებისა და კოპენჰაგენის რეგიონალური ოფისის მუშაკთა თანამშრომლობისაგან.

დამატებითი ინფორმაციისა და მონაწილეობის ფორმის მიღება შეგიძლიათ შემდეგ მისამართზე:

www.education.lu.se/sida/SRHR

 

დიდი მადლობა წინასწარ,
საუკეთესო სურვილებით,
ანეტ აგარდი

მისამართი:

University Hospital MAS

Entrance 72, CRC

House 60, level12

Malmo

 

საფოსტო მისამართი

 

Division of Social medicine Global Health

Dept. of Health Sciences/Lund University

UMAS/CRC 601224

SE-205 02 MALMO

 

ტელ: +4640-39 13 38

ე-მეილი Anette.Agardh@med.lu.se

Web- www.med.lu.se

 

 


დაბეჭდვა დაბეჭდვა    გადაგზავნა გადაგზავნა    ფავორიტებში დამატება ფავორიტებში დამატება


სხვა სიახლეები:
  • FIGO-ს პოზიცია პროფესიულ სტანდარტზე
  • გაიდლაინები და პროტოკოლები დამტკიცებულია
  • მშობიარობის შემდგომი სისხლდენის მართვის გაიდლაინი და პროტოკოლი
  • ტრენინგი სამეგრელოსა და სამცხეთ-ჯავახეთის რეგიონებში
  • შეხვედრა მ.შარაშიძის სამედიცინო ცენტრში
    დავბრუნდეთ უკან