ახალი ამბები

FIGO-ს პოზიცია პროფესიულ სტანდარტზე
ხუთშაბათი, 01 იანვარი 1970

პროფესიული სტანდარტი: მეან-გინეკოლოგებისა და სხვა ვიწრო სპეციალისტების ურთიერთთანამშრომლობა. მთავარი განაცხადი: მეან-გინეკოლოგები არ უნდა შემოიფარგლონ მხოლოდ თავიანთი სამუშაო სფეროთი, არამედ აქტიურად ითანამშრომლონ სხვა სპაციალობის ექიმებთან სამედიცინო შეცდომის, სამედიცინო რესურსების გადაჭარბებული გამოყენების შემცირების, პაციენტის უსაფრთხოების გაზრდის და დაავადების გამოსავლის ოპტიმიზაციის მიზნით.

პროფესიული სტანდარტი: მეან-გინეკოლოგებისა და სხვა ვიწრო სპეციალისტების ურთიერთთანამშრომლობა. მთავარი განაცხადი: მეან-გინეკოლოგები არ უნდა შემოიფარგლონ მხოლოდ თავიანთი სამუშაო სფეროთი, არამედ აქტიურად ითანამშრომლონ სხვა სპაციალობის ექიმებთან სამედიცინო შეცდომის, სამედიცინო რესურსების გადაჭარბებული გამოყენების შემცირების, პაციენტის უსაფრთხოების გაზრდის და დაავადების გამოსავლის ოპტიმიზაციის მიზნით. მეან-გინეკოლოგებმა უნდა ირწმუნონ, რომ სხვა ვიწრო სპეციალისტებთან თანამშრომლობა ყოველთვის მისასალმებელი და პატივსაცემია, აგრეთვე ხაზს უსვამს მათ გათვითცნობიერებას სხვა სპეციალობებში. ყველა პროფესიის ექიმთან საჭიროა გულწრფელი და Mთავაზიანი დამოკიდებულების ქონა. დაუშვებელია დისკრიმინაცია ასაკის, რასის, წარმომავლობის, დაბადების ადგილის, პოლიტიკური თუ რელიგიური რწმენის, ოჯახური სტატუსის, ფიზიკური თუ მენტალური ნაკლის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის მიხედვით. დაიცავით ურთიერთობის საზღვრები, თავი შეიკავეთ ზედმეტი ფიზიკური თუ ემოციური დაახლოებისგან, დაიცავით პერსონალური ინფორმაცია და ინდივიდუალურ სამუშაო სფერო. მოექეცით პაციენტებსა და მათ ოჯახებს პატივისცემით და თანაგრძნობით. არ გააკრიტიკოთ სხვა სპეციალისტი, არ დასწამოთ პაციენტებისა და კოლეგების მოტყუების მცდელობა, სათანადოდ შეაფასეთ მათი როლი სხვადასხვა კვლევებსა თუ პუბლიკაციებში. აქტიურად ითანამშრომლეთ სხვა სპეციალისტებთან რათა მაქსიმალურად მოიცვათ პაციენტის ინტერესები. კოლეგებთან შეინარჩუნეთ გულწრფელი და პროფესიული ურთიერთობა: 1) ღია კომუნიკაციის საშუალებით, პრივატულობისა და კონფიდენციალობის დაცვით; 2) თანამშრომლობით, გუნდური მუშაობით (სამედიცინო შეცდომის, სამედიცინო რესურსების გადაჭარბებული გამოყენების შესამცირებლად, პციენტის უსაფრთხოების გასაზრდელად და გამოსავლის ოპტიმიზაციის მიზნით). ნუ გაუწევთ ექსპლოატაციას სხვა ვიწრო სპეციალისტებს ემოციური, ფინანსური, საგანმანათლებლო ან სექსუალური მიზნების განსახორციელებლად. დაამყარეთ ეთიკური და პროფესიური ურთიერთობა. განიხილეთ პროფესიული შეცდომისა და არასრულფასოვანი პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამოვლინება შესაბამის ექსპერტებთან, გახსოვდეთ, რომ აუცილებელია თავიდან ავიცილოთ სხვა პროფესიონალთა რეპუტაციის უსამართლო დისკრედიტაცია. ექიმები ვალდებულნი არიან საჭიროების შემთხვევაში ერთმანეთს გაუწიონ პროფესიული დახმარება. თუ თქვენგან, როგორც ექსპერტისგან, მოითხოვენ სხვა ექიმის პროფესიულ ქცევასა თუ ქმედებაზე კომენტარის გაკეთებას, იმოქმედეთ სკურპულოზური გულწრფელობით. დაიცავით სათითაო პროფესიონალის უფლება და უსაფრთხოება, რათა შეძლონ თავიანთი საქმიანობის გაგრძელება ყოველგვარი ჩარევისა და ზეწოლის გარეშე. ნურავის აიძულებთ მოიქცეს თავისი მორალური თუ რელიგიური რწმენის საწინააღმდეგოდ, გარდა სამართლებრივი და კეთილსინდისიერების ნორმებისა. მხარი დაუჭირეთ დეონტოლოგიას და ხელი შეუწყვეთ ექიმებს შორის უთანხმოებების გადაჭრას. მწრთვნელი/შეგირდი მასწავლებელი/სტუდენტის დამოკიდებულების გათვალისწინებით, მეან-გინეკოლოგებმა მათ აღსაზრდელებს უნდა მისცენ პროფესიული საქმიანობის მაგალითი, შეუქმნან ზოგადი წარმოდგენა დეონტოლოგიაზე, კვლევებისა და პრაქტიკული საქმიანობის ეთიკურ ნორმებზე. განაწყვეთ აღსაზრდელები სწავლისადმი ყოველგვარი იძულების, უსიამოვნებისა და დამცირების გარეშე. დაუშვებელია თქვენი ზედამხედველობის ქვეშ მყოფებთან ინტიმური ურთიერთობის დამყარება. აწარმოეთ სწავლება და ზედამხედველობა ადამიანების პირადი საზღვრების დაცვით. უფლება მიეცით გამოხატონ უთანხმოება დასჯის, საპასუხო დარტყმისა და შურისძიების შიშის გარეშე. უზრუნველყავით აღსაზრდელები გაიდლაინებით, დატვირთეთ დავალებებით, გამოკითხვითა და ტესტირებებით. ობიექტურად, გულწრფელად, დროულად და კონსტრუქციულად შეაფასეთ ისინი. დარწმუნდით, რომ სამეცნიერო და პრაქტკული მუშაობის გარემო შეესაბამება მათ მოთხოვნებს. ზუსტად განუსაზღვრეთ სტუნდენტებსა და აღსაზრდელებს მოვალეობები. უფლება მიეცით უარი თქვან იმ პროცედურის შესრულებაზე, რომელიც. მათი აზრით, სცილდება მათ კომპეტენციას ან ეწინააღმდეგება პირად რწმენას.

დაბეჭდვა დაბეჭდვა    გადაგზავნა გადაგზავნა    ფავორიტებში დამატება ფავორიტებში დამატება


სხვა სიახლეები:
  • გაიდლაინები და პროტოკოლები დამტკიცებულია
  • სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების საერთაშორისო ტრეინინგის გაძლიერებული პროგრამა.
  • მშობიარობის შემდგომი სისხლდენის მართვის გაიდლაინი და პროტოკოლი
  • ტრენინგი სამეგრელოსა და სამცხეთ-ჯავახეთის რეგიონებში
  • შეხვედრა მ.შარაშიძის სამედიცინო ცენტრში
    დავბრუნდეთ უკან